გოლდენ სტეიტ უორიორსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

NBA: ლეიკერსი ნახევარფინალშია - გოლდენ სტეიტი VS საკრამენტო მე-7 მატჩით დასრულდება

გამთენიისას NBA-ს პლეი-ოფების მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ლოს ანჯელეს“ ლეიკერსმა“ სერიის მე-6 შეხვედრაში „მემფისი“ 125:85 გაანადგურა და ფინალისკენ სვლას განაგრძობს.

40-ქულიანი სხვაობა და ნახევარფინალი - ლებრონი და კომპანია სასურველ კონდიციებს უახლოვდება.

რაც შეეხება სტატისტიკას, ლებრონი ამჯერად მოკრძალებული იყო და მხოლოდ 22 ქულა მიითვალა. 31 ქულით გამოირჩა დეანჯელო რასელი, ენტონი დევისს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 16 ქულა 14 მოხსნა.

დასავლეთ კონფერენციის კიდევ ერთი მეოთხედფინალი „გოლდენ სტეიტსა“ და „საკრამენტოს“ შორის შედგა, სადაც მე-6 შეხვედრა „კინგსმა“ 118:99 მოიგო და სერიაში ანგარიში 3:3 გახდა.

სერიის ფინალური მე-7 შეხვედრა საკრამენტოში გაიმართება. რაც შეეხება მე-6 შეხვედრას, ოკლენდელებს დისკვალიფიცირებული დრეიმონდ გრინის გარეშე გაუჭირდათ.

სტეფ კარიმ 29 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა 22. „უორიორსის“ მხრიდან სხვას გამორჩეული მატჩი არ ჰქონია.

„საკრამენტომ“ კი გუნდური კალათბურთი ითამაშა და ერთბაშად 5 მოთამაშეს 10+ ქულა ჰქონდა. მალიკ მონკმა 28 ქულა ჩააგდო, დეარონ ფოხსმა 26 ქულა და 11 გადაცემა გაიფორმა, კიგან მარიმ 15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

სერიის ფინალური მე-7 შეხვედრა 30 აპრილს 23:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ან მომკლავ, ან მოკვდები“ - დოკუმენტური ფილმი ილია თოფურიას შესახებ
„ან მომკლავ, ან მოკვდები“ - დოკუმენტური ფილმი ილია თოფურიას შესახებ