დიეგო მარადონა, კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი, პელე
Aa
Aa

ანჩელოტი: ვინისიუსს ისევე ურტყამენ როგორც პელესა და მარადონას

კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორი პელესა და დიეგო მარადონას შეადარა.

„პაპა კარლოს“ აზრით, ვინისიუსს მეტოქე გუნდის მოთამაშეები ისევე უხეშად ეპყრობიან, როგორც თავის დროზე პელესა და მარადონას.

„ერთი რამ არის ის, რაც მის გარშემო ხდება მოედანზე და მეორე არის ის, რაც ხდება მის გარეთ. რაც ხდება მინდვრის მიღმა მოვლენებს, ეს ცუდია საზოგადოებისთვის. რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს. თუ საზოგადოებას სურს იყოს თანამედროვე, ეს ვერ გაგრძელდება.

საფეხბურთო მოედანზე კი მეტოქეები ვინისიუსს ბევრს ურტყამენ. ეს აშკარაა. მარადონასა და პელესაც ბევრს ურტყამდნენ სამწუხაროდ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვინისიუსს აქვს ძლიერი ფიზიკა და შეუძლია ამ ყველაფერს გაუძლოს.

ჩვენ ასეთ ფეხბურთელებზე უნდა ვიზრუნოთ. ამ ფეხბურთელების შენარჩუნების ერთადერთი გზა მსაჯების მიერ სამართლიანობაა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება რაღაცის თავიდან აცილება“,

- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩასთან თამაშის დიდი სურვილი აქვს - მაზოკი VS კვარაცხელია
ხვიჩასთან თამაშის დიდი სურვილი აქვს - მაზოკი VS კვარაცხელია