ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩასთან თამაშის დიდი სურვილი აქვს - მაზოკი VS კვარაცხელია

Tutto Salernitana-ს ინფორმაციით, „სალერნიტანას“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი პაულუ სოუზა ხვიჩა კვარაცხელიას გასანეიტრალებლად პასკუალე მაზოკის გაამწესებს. 27 წლის მარჯვენა მცველმა ფიზიკური კონდიცია გაიუმჯობესა და სასტარტოში დაბრუნებისთვის მზადაა. პაულუ სოუზას აზრით, ხვიჩას წინააღმდეგ ისეთმა მცველმა უნდა ითამაშოს, რომელიც მაღალია და ამავდროულად ბევრი სირბილის რესურსი აქვს.

წყაროს ცნობით, „სალერნიტანა“ ტაქტიკურ სქემას არ შეცვლის, კვლავ 3-4-2-1 ფორმაციით ითამაშებს. მაზოკი 4 ნახევარმცველს შორის მარჯვნივ ითამაშებს და ფლანგის კონტროლი დაევალება.

186 სანტიმეტი სიმაღლის პასკუალე მაზოკიმ, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი გასულ წელს ჩაატარა, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში ითამაშა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, 20-დან 7 შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო.

მიმდინარე სეზონში „სალერნიტანა“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. ეს მატჩი პასკუალე მაზოკიმ ტრავმის გამო გამოტოვეს, ქართველი გარემარბი ტრავმირებული იყო.

„ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის ემზადება. ლუჩანო სპალეტის გუნდს მარიო რუი კვლავ ვერ დაეხმარება, პორტუგალიელი მცველი მკურნალობს, იტალიური მედიის ცნობით მისთვის სეზონი დასრულებულია. „პარტენოპეის“ გუნდის კიდევ ერთ დანაკლისს მატეო პოლიტანო წარმოადგენს, რომელსაც გუნდურ სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, საცურაო აუზში ყოფნის შემდეგ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

სერია ა-ში 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზეა, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. 32-ე ტურში „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ მიიღებს (30 აპრილი, 17:00), „ლაციო“ „ინტერს“ ესტუმრება (30 აპრილი, 14:30). თუ „ნაპოლი“ გაიმარჯვებს და „ლაციო“ დამარცხდება, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობას იზეიმებს. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები