მერაბ დვალიშვილი, რიკი სიმონი
Aa
Aa

რიკი სიმონი: „მერაბი ჩვენი წონითი დივიზიონის ბუგიმენია“

UFC-ის მებრძოლმა, რიკი სიმონმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „მანქანას“ კარიერაში ორი წაგება აქვს და ერთხელ სწორედ სიმონთან დამარცხდა. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბს 2018 წლის 21 აპრილს აჯობა და Shak MMA-ს იუთუბ არხთან, დვალიშვილზე მოკლედ ისაუბრა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. მერაბისთვის ყველაფერი ბრწყინვალედ ვითარდება, მაგრამ მას არ ვედრები. ის ნომერ პირველი პრეტენდენტია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ერთხელ უკვე დავამარცხე. მე და დვალიშვილს განსხვავებული გზები გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ დივიზიონში ნებისმიერთან შემიძლია გამარჯვება.

დვალიშვილი ჩვენი წონითი დივიზიონის ბუგიმენია, მაგრამ მოვახერხე და ვაჯობე. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მასთან მოპოვებული გამარჯვება, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი გახდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ სიმონს კარიერაში 23 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 20 მოგება და 3 წაგებაა. იგი მომდევნო ბრძოლას სონ იადონგის წინააღმდეგ გამართავს და მათ დაპირისპირებას 30 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხურციძე: ბოდიშს გიხდით, საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ
ხურციძე: ბოდიშს გიხდით, საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ