როხო სულშერს: ჯანდაბა ნაგავო! შანსი მომეცი, მაგუაიერი თამაშს არ იმსახურებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, არგენტინელი მარკოს როხო, რომელიც ამჟამად „ბოკა ხუნიონრსში“ თამაშობს, „ოლდ ტრაფორდის“ წლებს იხსენებს და აცხადებს, რომ ჰარი მაგუაიერი „წითელ ეშმაკებში“ თამაშს არ იმსახურებდა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაგუაიერი „ლესტერიდან“ 2019 წელს 80 მილიონ ფუნტად შეიძინა.
„იმ წელს ინგლისში კარგად ვითამაშე, ევროპის ლიგაზე ვითამაშე. მაგრამ მე გაბრაზებული ვიყავი მწვრთნელზე (სულშერი), რომ პრემიერ ლიგაში მან ჩემს ნაცვლად მაგუაიერი დააყენა. ის ამ გუნდში თამაშს არ იმსახურებდა.
მადლობა ღმერთს, ახლა შემადგენლობიდან ამოაგდეს და ამჟამად მარტინესი გათავისუფლდა.
მივედი მწვრთნელთან (ოლე-გუნარ სულშერი) და ვუთხარი: „ან გამიშვით მოედანზე და მათამაშეთ, ან გუნდიდან გამიშვით". ვიცოდი, რომ ჩემი ძირითადში არდაყენება არასწორი იყო.
სულშერმა მითხრა: „მაგუაიერის სანაცვლოდ იმდენი გადაიხადეს, რომ მან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითამაშოს“.
მე კი ვუპასუხე: „ჯანდაბა ნაგავო! შანსი მომეცი და მათამაშე, რადგან ეს ბიჭი ისედაც ყოველ კვირა თამაშობს“.
- იხსენებს როხო არგენტინულ TyC Sports-თან საუბრისას.
მარკოს როხო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016-2020 წლებში ასპარეზობდა.