ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

ბოსტონმა ატლანტა გააგდო და ფილადელფიას დაუპირისპირდება

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში „ბოსტონ სელტიკსმა“ „ატლანტა ჰოუკსი“ 128:120 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ფინალისტი გახდა.

„ბოსტონმა“ მე-6 შეხვედრაში „ატლანტას“ სტუმრად მოუგო და სერია 4:2-ით დახურა.

„სელტიკსის“ მხრიდან გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ჯეილენ ბრაუნს (32 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმს (30 ქულა, 14 მოხსნა, 7 გადაცემა). მარკუს სმარტმა 22 ქულა ჩააგდო, ალ ჰორფორდმა კი 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

„ატლანტას“ მხრიდან 30 ქულითა და 10 გადაცემით ტრეი იანგი გამოირჩა.

ამრიგად, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალებში ერთმანეთს „ბოსტონი“ VS „ფილადელფია“ და „მაიამი“ VS „ნიუ იორკი“ დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, იქ ნახევარფინალში „გოლდენ სტეიტი“ VS „საკრამენტო კინგსი“ და „ლეიკერსი“ VS „მემფისს“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა
შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა