ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქომაგთა გულებში სინათლის სიჩქარით შეიჭრა“ - Il Mattino-ს სტატია კვარაზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო სტატია შემოგვთავაზა. ზუსტად ერთი წლის წინ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „კვარას“ გაფორმების შესახებ „პარტენოპეის“ გულშემატკივრებს აუწყა და სტატიის ავტორი ქართველი ფეხბურთელის მიერ გავლილ გზაზე გვესაუბრება.

„ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 27 აპრილს, აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლს ხვიჩას მოსვლის შესახებ ამცნო. მაშინ ეს სახელი პარტენოპეის გულშემატკივრებს არაფერს ეუბნებოდა, მისი წარმოთქმა ურთულესი იყო და ენის გასატეხს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, კვარაცხელიას ბევრი დრო არ დასჭირვებია, რათა გამხდარიყო ფეხბურთელი, რომელზეც ყველა ნეაპოლელი ლაპარაკობს.

კვარას პირველი წელი ნაპოლიში: მისი გაფორმებიდან დაწყებული, საჩემპიონო ოცნებით დამთავრებული, რომელიც მაშინ შორეულ ილუზიად მოჩანდა. ინსინიეს, მერტენსისა და კულიბალის წასვლა, პირველი გოლი ვერონას კარში და მისი თამაში, რომელმაც ნელ-ნელა ყველა დაარწმუნა, რომ ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრების ახალი კუმირი გახდებოდა.

თავდაპირველად, პრეზიდენტი მას „ძიძის“ ეძახდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, მეტსახელების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა: კვარადონა, კვარავაჯიო, ჩეკვარა და ა.შ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქართველი ახალგაზრდა ყველა ადამიანის გულში სინათლის სიჩქარით შეიჭრა. ეს სწორედ ის სიჩქარეა, რა სიჩქარითაც კვარა მეტოქეებს სცდება. კვარაცხელია სპალეტის ინსტრუმენტი გახდა, რომელსაც ლუჩანო საუკეთესო დაცვის მქონე გუნდების წინააღმდეგაც იყენებდა. ხვიჩა იტალიაში და ევროპაში ყველამ გაიცნო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დამსახურებაცაა.

გოლებთან, საგოლე გადაცემებთან და საოცარ თამაშთან ერთად, შეცდომებიც ვიხილეთ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე, მილანთან და აინტრახტთან გაფუჭებული პენალტები. როსონერისთან გაცუდებული თერთმეტმეტრიანი მარადონას ბინადრებისთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ ნეაპოლელებს ხვიჩასთვის ზურგი არასდროს შეუქცევიათ. ერთი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის მქონე ფეხბურთელი რეალური და ძალიან ლამაზი სტილის მქონეა“- წერს Il Mattino.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მომდევნო მატჩს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ვიხილავთ, რომელსაც „ნაპოლი“ კვირას, თბილისის დროით, 17:00-ზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ნაბიჯებს მიუყვება“ - Tuttosport-ის სტატია მიქაუტაძეზე
„კვარას ნაბიჯებს მიუყვება“ - Tuttosport-ის სტატია მიქაუტაძეზე