მესამედ ჩაიბარებს? რეალი ზიდანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ზინედინ ზიდანი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ მესამედ დაბრუნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Foot Mercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზიდანი „რეალთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ზიზუს დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს და სამწვრთნელო საქმიანობის განახლება აქვს გადაწყვეტილი. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფრანგი 2023/24 წლების სეზონიდან რომელიმე გუნდს ჩაიბარებს.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ზიდანის გადაბირება ტურინის „იუვენტუსს“ სურს და მის დარწმუნებას აქტიურად ცდილობს. ამჯერად კი არენაზე „რეალი“ გამოჩნდა.
როგორც ესპანური პრესა წერდს, ფლორენტინო პერესმა შესაძლოა კარლო ანჩელოტი დაითხოვოს, რომელიც თავის მხრივ ბრაზილიის ნაკრების ჩაბარების რეალურ ვარიანტს ფლობს. „რეალი“ კი მწვრთნელის გარეშე რჩება.
როგორც ცნობილია, მადრიდის „რეალში“ დირექტორთა საბჭოში კლუბის ახალგაზრდული გუნდის „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის ლეგენდარული რაულის ვარიანტს ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა ამ ვარიანტს თავად ფლორენტინო პერესი არ ემხრობა.