გადაწყვეტილება მიღებულია | ნაპოლი-სალერნიტანას მატჩის თარიღი შეიცვალა
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია | ნაპოლი-სალერნიტანას მატჩის თარიღი შეიცვალა

„ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩის თარიღი შეიცვალა. „პარტენოპეისა“ და „გრანატას“ დაპირისპირება შაბათს, 17:00-ზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ნეაპოლელებმა მისი გადატანა მოითხოვეს, რათა სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, „სკუდეტო“ გულშემატკივრებთან ერთად, საკუთარ სტადიონზე აღნიშნონ.

ცნობილი იტალიური გამოცემების, Sky Sport Italia, Corriere dello Sport, La Gazzetta dello Sport-ის, La Repubblica-სა და Il Mattino-ს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. ამ წუთებში, სპეციალურ სხდომაზე, ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ იტალიურ პრესაში იუწყებიან, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად რამდენიმე წუთში დადასტურდება.

როგორც გაირკვა, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი კვირას გაიმართება და  თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. იყო ვარიანტი, შეხვედრა 19:00-ზე ჩაენიშნათ, მაგრამ იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელები 17:00-ზე შეჯერდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, თუ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, ნეაპოლელები სერია A-ს ჩემპიონობას გაინაღდებენ. „ლაციოსა" და „ინტერის" შეხვედრის დაწყების თარიღი 14:30-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან