ხვიჩა კვარაცხელია, მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა
Aa
Aa

კვარამ საკას აჯობა და რაშფორდთან გამოვარდა | Marca-ს მსოფლიო ნაკრები

რამდენიმე დღეა წამყვანი ესპანური გამოცემა Marca სოციალურ ქსელში გამოკითხვას აწარმოებს, რომლის მიზანიც მიმდინარე სეზონის ტოპ 11-ეულის ანუ მსოფლიო ნაკრების შერჩევაა. გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ გულშემატკივრები იღებდნენ.

Marca-ს გამოკითხვა დასრულდა და სიაში მყოფ ფეხბურთელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. დღეს მადრიდული გამოცემის ვებ გვერდზე საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.

მკითხველებმა ხმა ფეხბურთელებს პოზიციების მიხედვით მისცეს: 4-4-2 სქემა - მეკარე, 4 მცველი, 2 ცენტრალური ნახევარმცველი, 2 გარემარბი და 2 ფორვარდი.

გამოკითხვა ნოკაუტ სისტემით მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე იყო შერჩეული, რომლებიც ერთი-ერთზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ეტაპებს გადიოდნენ. მეკარეებში 8 კანდიდატი, ნახევარმცველებში და გარემარბებში 16 და ა.შ.

კვარაცხელია საუკეთესო გარემარბებს შორის მოხვდა. ხვიჩამ 1/8-ფინალში ბუკაიო საკას აჯობა, მაგრამ 1/4-ფინალში მარკუს რაშფორდთან დამარცხდა, რომელმაც იქამდე კინგსლი კომანს აჯობა. შემდეგ რაშფორდი მესისთან დამარცხდა და გუნდში ფლანგები ვინისიუსმა და მესიმ დააკომპლექტეს.

საბოლოოდ, ქომაგების მიერ შერჩეული გუნდი ასე დალაგდა და ასეთი სახე მიიღო, რომელიც მეტნაკლებად ობიექტურად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირაში ოქროს ბურთის 2 განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. Sportskeeda-ს სიაში ხვიჩა მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო Goal-ის ვერსიაში ქართველი მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან