„კვარას ნაბიჯებს მიუყვება“ - Tuttosport-ის სტატია მიქაუტაძეზე
„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს, იტალიური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიქაუტაძეს სტატია Tuttosport-მა მიუძღვნა და განაცხადა, რომ გიორგი ხვიჩა კვარაცხელიას ნაბიჯებს მიუყვება.
„ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში დომინირებს და წნეხს ფაქტობრივად ვერ გრძნობს. სერია A-დან საფრანგეთში გადავინაცვლოთ, სადაც ხვიჩას თანამემამულე მის ნაბიჯებს მიჰყვება. ვისზეა საუბარი? გიორგი მიქაუტაძეზე
ქართულად უკვე საფრანგეთშიც ლაპარაკობენ. ეს ფილმის სახელწოდება კი არა, საფრანგეთის ლიგა 2-ის ისტორიაა, სადაც მიქაუტაძე 19 გოლით საუკეთესო ბომბარდირია და 7 საგოლე გადაცემაც აქვს გაფორმებული. მეცი ლიგა 1-ის საგზურზე მისი გოლების წყალობით ოცნებობს და არ უნდა დავივიწყოთ, რომ საწყის 14 ტურში, მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გატანილი, რის შემდეგაც უბრალოდ არ გაჩერებულა.
მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, სამირ გუმაზიმ იგი ლაკაზეტს შეადარა. მიქაუტაძე მაღალი არაა, მაგრამ სწრაფია და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის. გიორგი ლიონში დაიბადა და ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში უთამაშია, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ბორდოს კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ, ყველამ თვალები მოიფშვნიტა და მას ყურადღება მიაქცია. იგი ადემოლა ლუკმანს წააგავს და მის მომავალს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 2-ის მე-3 ადგილს იკავებს და „ბორდოს“ 1 ქულით ჩამორჩება. გიორგის გუნდის მომდევნო გაჩერება „პარიზია“, რომელსაც 29 აპრილს დაუპირისპირდება.