პელე
Aa
Aa

პელე ლექსიკონში შეიტანეს - ამიერიდან მას ასეთი განმარტება ექნება

ფეხბურთის მეფის პელეს სახელი პორტუგალიურ ლექსიკონში ოფიციალურად შეიტანეს. ინფორმაციას ბრიტანული Reuters-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი შეტანილია  პორტუგალიური ენის ცნობილი ლექსიკონის Michaelis ახალ ვერსიაში. ლექსიკონის ახალი ჩანაწერი ოფიციალურად ოთხშაბათს ამოქმედდა.

„პელე“ ამიერიდან აღნიშნავს - საუკეთესოს, გამორჩეულს, უნიკალურს.

ლექსიკონში ამიერიდან ასე იქნება აღნიშნული: „ყველა დროის უდიდეს სპორტსმენად მიჩნეული ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს (1940–2022) მეტსახელი „პელე“ - განსაკუთრებული, შეუდარებელი, უნიკალური.

მაგალითები: „ის არის კალათბურთის პელე; ის არის ჩოგბურთის პელე, ის არის ბრაზილიური დრამატურგიის პელე, ის არის მედიცინის პელე“.

შეგახსენებთ, რომ პელე 2022 წლის 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან