ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, მარკუს რაშფორდი, კევინ დე ბრუინი, ვინისიუს ჟუნიორი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

Goal.com-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარაცხელია

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა რეიტინგი განაახლა.

სააგენტოს ვერსიით, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გასულ თვეში მე-6 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი, აპრილში კი ის ერთი საფეხურით დაქვეითდა და მე-7 ადგილს იკავებს.

რეიტინგის ლიდერი კვლავ პსჟ-ის შემტევი, ლიონელ მესია, მეორე ადგილს „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი პსჟ-ის კიდევ ერთი ვარკსვლავი, კილიან მბაპეა.

სიის ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (პსჟ)
  2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
  3. კილიან მბაპე (პსჟ)
  4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
  5. კარიმ ბენზემა (რეალი)
  6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  9. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
  10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში, ოქროს ბურთის რეიტინგი გუშინ ამერიკულმა გამოცემა SportsKeeda-მაც გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მე-9 პოზიციაზეა წარმოდგენილი.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მორიგი გოლი - შტურმმა აუსტრიას 3:2 მოუგო
კიტეიშვილის მორიგი გოლი - შტურმმა აუსტრიას 3:2 მოუგო