ავთანდილ ხურციძე თავისუფალია - რას წერს ტიტულოვანი მოკრივე
ტიტულოვანი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, იგივე „ჩაქუჩა“ თავისუფალია. 43 წლის მოკრივემ სოციალურ ქსელში საკუთარი საცხოვრებლიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა, წარწერით - „მე დავბრუნდი“.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის ივნისში, აშშ-ში დააკავეს. ქართველ მოკრივეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ედებოდა ბრალი, რის გამოც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება, თუ არა „ჩაქუჩა“ რინგს. 2017 წლის 8 ივლისს, ავთანდილ ხურციძეს ბრიტანელ მოკრივე, ბილი სანდერსთან უნდა გაემართა ორთაბრძოლა, თუმცა შეხვერამდე 1 თვით ადრე ის საპატიმროში აღმოჩნდა.