მემფის გრიზლისი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი, საკრამენტო ქინგსი
Aa
Aa

ლებრონის სუსტი მატჩი და კარის 31 ქულა - ლეიკერსი დამარცხდა, უორიორსმა მესამე მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის სერიის მე-5 მატჩები ჩატარდა. დასავლეთ კონფერენციის 1/4 ფინალური ეტაპის მორიგ შეხვედრაში „მემფის გრიზლისი“ საკუთარ მოედანზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 116:99 გაიმარჯვა. შედეგად, „გრიზლისმა“ სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 3:2 „ლეიკერსის“ სასარგებლოდ.

დღევანდელი შეხვედრის ბედი მასპინძლებმა თითქოს პირველივე მეოთხედში გადაწყვიტეს. მატჩის სტარტზე მემფისი 14 ქულის სხვაობით დაწინაურდა და დარჩენილ დროში ლებრონმა და კამპანიამ სხვაობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს. სუსტი მატჩი ჰქონდა თავად ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც მართალია ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ მხოლოდ 15 ქულით შემოიფარგლა. ამასთან 38 წლის სუპერვარსკვლავმა 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

საუკეთესო მოთამაშე დესმონ ბეინი გახდა, რომელმაც 42:50 წუთში 33 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გამორჩეული იყო ჯა მორანტის თამაშიც, რომელმაც მოედანზე გატარებულ 37:33 წუთში 31 ქულას, 10 მოხსნას, 7 ასისტს და 1 ბლოკს მოუყარა თავი.

გუნდებს შორის სერიის მე-6 შეხვედრა 29 აპრილს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

დასავლეთ კონფერენციის 1/4 ფინალური ეტაპის სერიის მეორე მატჩი საკრამენტოში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „კინგსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორს“ უმასპინძლა და სტეფ კარის საუცხოო თამაშის გამო 7 ქულის სხვაობით, 116:123 დამარცხდა.

ოქროს შტატელებს სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში უმნიშვნელოვანესი ქულები აიღო და საბოლოოდ, მისი გუნდი სერიაში 3:2 დაწინაურდა.

კარის ანგარიშზე 31 ქულა, 2 მოხსნა და 8 ასისტი იყო. გამორჩეული იყო კლეი ტომპსონიც, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი.

„უორიორსსა“ და „კინგს“ შორის პლეი-ოფის სერიის მე-6 მატჩი 29 აპრილს, „ოკლენ არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქედმაღლური სახით ხელი ჩამომართვა და არც კი შემომხედა...“
„ქედმაღლური სახით ხელი ჩამომართვა და არც კი შემომხედა...“