„ქედმაღლური სახით ხელი ჩამომართვა და არც კი შემომხედა...“
„ალ ვაჰდას“ ფორვარდმა ჟან-დევიდ ბოგელმა კრიშტიანუ რონალდუს მხრიდან გამოჩენილ უპატივცემულობაზე ისაუბრა.
ორი დღის წინ „ალ-ნასრი“, რომლის შემადგენლობაშიც პორტუგალიელი თამაშობს, საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში „ალ-ვაჰდამ“ 1:0 დაამარცხა. ბოგელმა ამ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.
„მატჩის ბოლოს რონალდუს მივუახლოვდი და ვუთხარი, რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მაისური ვთხოვე.
მან ქედმაღლური სახით ხელი ჩამომართვა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. გავჩუმდი, ხმას ვერ ვიღებდი, რადგან მის თამაშზე ვარ გაზრდილი. ახლაც მახსოვს მისი მატჩები, როცა ვუყურებდი და ვსწავლობდი.
მესმის, რომ მარცხის შემდეგ რონალდუ იმედგაცრუებული იყო, რადგან ძალიან უყვარს მოგება, მაგრამ მისი დამოკიდებულება გასაკვირი იყო. მოედანზეც კი ის ძალიან გაღიზიანებული იყო და თანაგუნდელებს უყვიროდა",
- განუცხადა ბოგელმა L'Équipe-ს.