ხელბურთი: საქართველო შინ შვეიცარიასთან დამარცხდა
Aa
Aa

ხელბურთი: საქართველო შინ შვეიცარიასთან დამარცხდა

ხელბურთში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა და შინ შვეიცარიას დაუპირისპირდა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 26:19 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი კარგად დაიწყო და 3-ბურთიანი ფორითაც იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, რაც პირველ რიგში გამოუყენებელი მომენტებიდან იყო განპირობებული. მეტოქემ კი ამით ისარგებლა და ტაიმი 14:10 მოიგო.

მეორე ნახევარში შვეიცარიელები უფრო თავდაჯერებულად ათამაშდნენ და უპირატესობას ნელ-ნელა ზრდიდნენ. საბოლოოდ ტაიმი 12:9 მოიგეს და გამარჯვებაც გაიფორმეს.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს, თუმცა ამჯერად საკუთარი თავის ნაცვლად მეტოქეებზეა დამოკიდებული. დღეს არწაგების შემთხვევაში შანსები მკვეთრად იზრდებოდა.

30 აპრილს (20:00) საქართველო ჯგუფის ბოლო შეხვედრას უნგრეთში გამართავს. უდავო ფავორიტთან რაც შეიძლება სასურველი შედეგის დაფიქსირება დაგვჭირდება, მარცხის შემთხვევაშიც სასურველია სხვაობა მცირე იყოს, რადგან ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას დიდი ალბათობით ჩვენსა და ლიეტუვას შორის სწორედ ბურთების სხვაობა გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: სპალეტი ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს
ფედელე: სპალეტი ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს