კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა
Aa
Aa

„შემობრუნდა, მე კი ვუთხარი რომ მძულდა“ - დიბალა რონალდუზე

პაულო დიბალამ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სახალისო ისტორია გაიხსენა და მოყვა, თუ როგორ უთხრა კრიშტიანუ რონალდუს, რომ ის მესის გამო სძულდა.

„კრიშტიანუს გვერდით სამი კარგი წელი გავატარე. იუვენტუსის ძალიან ძლიერი იყო და ის მოვიდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავუმჯობესებულიყავით. არგენტინაში მესის და რონალდუს დაპირისპირება ძალიან ემოციურია. ცხადია, ბავშვობაში მესის მხარეს ვიყავი.

მახსოვს, ერთხელ მატჩზე თვითმფრინავით გავფრინდით. რონალდუ ჩემს წინ იჯდა, მაგრამ რაღაც მომენტში შემობრუნდა და ფეხბურთზე საუბარი დავიწყეთ და სხვა ყველაფერზე. ვისაუბრეთ ცხოვრებაზე და ვუთხარი, რომ ბავშვობაში ის მძულდა. შემდეგ ამაზე ვიცინეთ.

ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთთან კარგი კავშირი გვქონდა“,

- განაცხადა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ დიბალამ და „რონალდუმ“ „იუვენტუსში“ ერთად 2018-2021 წლებში თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტენჰემი მერეტს დაუკავშირდა | მამარდაშვილის ვარიანტმა უკანა პლანზე გადაიწია
ტოტენჰემი მერეტს დაუკავშირდა | მამარდაშვილის ვარიანტმა უკანა პლანზე გადაიწია