„წონის პრობლემები მქონდა და მიყვირა“ - ნასრიმ გუარდიოლაზე ისაუბრა
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ „ქალაქელთა“ რიგებში გატარებულ პერიოდზე და პეპ გუარდიოლაზე ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა გაიხსენა დღე, როცა ესპანელმა სპეციალისტმა წონის პრობლემების გამო გააკრიტიკა.
„როცა გუარდიოლა სიტიში დაინიშნა, თავის ოფისში დამიბარა და მკითხა, რა მინდოდა. პეპს ასე ვუპასუხე: „შენ უნდა გადაწყვიტო, ჩემი იმედი გექნება თუ არა“. ამაზე კი გუარდიოლამ მითხრა: „შენი იმედი მექნება თუ თავში ყველაფერი კარგად გაქვს“.
მასთან საუბრის შემდეგ, პირველი ვარჯიში გავმართე. ყველაფერი შესანიშნავად წარიმართა და პეპი ჩემით კმაყოფილი იყო. მეორე დღეს, გუარდიოლამ დამიბარა და წონის გამო მიყვირა. ფეხბურთელები ყოველდღე იწონიდნენ და ჩემი პრობლემები ასე აღმოაჩინა. „ხმას დაუწიე და ნუ მიყვირი. ბავშვი არ ვარ, 29 წლის ვარ“, - ვუპასუხე გუარდიოლას.
ალბათ, ჩემი შვებულება ხსნა აღმოჩნდა და რთული სეზონის შემდეგ, დამიდგა დრო, როცა იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ამასთან, ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი რამ მოხდა და პრობლემები ამან გამოიწვია. საბოლოოდ, პეპმა მითხრა, რომ მართალი ვიყავი და ბოდიში მომიხადა“.
ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულში, გუარდიოლამ საჯაროდაც განაცხადა, რომ წინასასეზონო ეტაპზე გუნდში წონის პრობლემებით გამოცხადდა. მოგვიანებით, „სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გაელ კლიშიმ აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელი 70 კილოგრამზე მეტს იწონიდა, გუარდიოლა ვარჯიშის უფლებას არ აძლევდა.