Crystalbet-სა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა
კომპანია „კრისტალბეთსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
ახალ, 2-წლიან ხელშეკრულებას ხელი „კრისტალბეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაბა პეიტრიშვილმა და სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მოაწერეს.
ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია „კრისტალბეთი“ კვლავ საქართველოს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მთავარი მხარდამჭერი იქნება, ამასთან, კომპანია საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-სა და ლიგა 4-საც გაუწევს სპონსორობას.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში, „კრისტალბეთმა“ ქართული ფეხბურთის წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით აქტიური კამპანია წამოიწყო და ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უამრავი პრიზი დააწესა, მათ შორის ავტომანქანა Dodge Challenger-ი, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სპეციალურად შექმნილ პლატფორმა - Cbeliga.ge-ზე გამოვლინდება, გამოკითხვის პროცესში კი მონაწილეობას ეროვნული ლიგის წევრი გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მიიღებენ.
საგულისხმოა, რომ სეზონის ბოლოს, ეროვნული ლიგის საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა კომპანია „კრისტალბეთიც“ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „კრისტალბეთი“ საქართველოს ეროვნული ლიგის მთავარი სპონსორი 2019 წლიდან არის და დღემდე, ქართული სპორტის დიდი და გამორჩეული გულშემატკივარია, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე წლებია მხარში უდგას გუნდებს, ჩემპიონატებსა და ცალკეულ სპორტსმენებს.