საუკეთესო ბართიშვილი გახდა - დინამოს მე-4 ადგილი პრესტიჟულ ტურნირზე
თბილისის „დინამოს“ აკადემიის 14-წლამდე გუნდი, რომელსაც შალვა კვარაცხელია წვრთნის, იტალიაში, სანტეროს საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, ნახევარფინალში „ჯენოასთან“ 1:2 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის დაპირისპირება „მონცასთან“ პენალტების სერიაში დათმო.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი „დინამოს“ 14-წლამდე გუნდის მოთამაშე ანდრია ბართიშვილი გახდა, ტურნირის საუკეთესო მეკარე - მათე ჭელიძე.
რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, დინამოელებმა სანტეროს თასის ჯგუფურ ეტაპზე იტალიურ აკვისთან 4-0 მოიგეს. შემდეგ ბოლიასკო 6-0 დაამარცხეს და მილანის ინტერს 1-0 აჯობეს. მერვედფინალში „დინამომ“ იტალიური „სანრემეზე“ ანდრია ეკუტიძის დუბლით 2:0 დაამარცხა. ნახევარფინალში „დინამომ“ იტალიურს „ალესანდრიას“ აჯობა, შეხვედრაში გოლი არ გასულა, პენალტების სერია „დინამომ“ 5:4 მოიგო.
ტურნირის საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრია ბართიშვილი დასახელდა.
„დინამოს“ 14-წლამდე გუნდი იტალიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
სანდრო ბიძინაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქაძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ბართიშვილი, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.
თბილისის „დინამოს“ აკადემიის Facebook-ის ფოტო