კასტელანოსი: “ჩემი ოცნება რეალის კარში გატანა იყო, მაგრამ 4 გოლი?“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ჟირონასთან“ მოულოდნელი მარცხი განიცადა(4:2). დღევანდელ საღამოს, მასპინძელთა ფეხბურთელს კასტელანოსს ისტორიული მატჩი ჰქონდა. მან „სამეფო კლუბს“ 4 გოლი გაუტანა. თამაშის შემდეგ, არგენტინელმა კომენტარი გააკეთა.
კასტელანოსი:
„ეს იყო საოცნებო ღამე. შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ და ახლა მე ყველაზე ბედნიერი ფეხბურთელი ვარ. ჩემი ოცნება „რეალის“ კარში გოლის გატანა იყო, მაგრამ 4? ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.“
აღსანიშნავია, რომ კასტელანოსი 1947 წლის შემდეგ, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "რეალს" ლა ლიგაში პოკერი შეუსრულა. 76 წლის წინ, ამის გაკეთება ესტევან ეჩევერიამ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ ლა ლიგის მოგებაზე დიდი ხანია ხელი აქვს ჩაქნეული. ესპანეთის ჩემპიონატს 76 ქულით კატალონიის „ბარსელონა“ ლიდერობს, ხოლო „რეალი“ 65 ქულით მეორე ადგილზე რჩება. ცნობისთვის, ჩავის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა