რეალი, ჟირონა, ტატი კასტეიანოსი
Aa
Aa

კასტელანოსის პოკერი - ჟირონამ რეალს შანსი არ დაუტოვა

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ჟირონასთან“ მოულოდნელი მარცხი განიცადა. დღევანდელ საღამოს, მასპინძელთა ფეხბურთელს კასტელანოსს ისტორიული მატჩი ჰქონდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბს“ 4 გოლი გაუტანა და სწორედ მისი ბრწყინვალე თამაშის შედეგად მოიგო „ჟირონამ“.

კასტელანოსმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. 24 წლის ფეხბურთელმა დუბლი 24-ე წუთზე შეასრულა. ზუსტად 10 წუთში ვინისიუს ჯუნიორმა ერთი ბურთი გაქვითა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში კასტელანოსმა ისევ გაიბრწყინა 46-ე და 62-ე წუთებზე ლუნინს შანსი არ დაუტოვა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. მატჩის მიწურულს, ლუკას ვასკესმა სხვაობა ორამდე შეამცირა და საბოლოო შედეგი 4:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ ლა ლიგის მოგებაზე დიდი ხანია ხელი აქვს ჩაქნეული. ესპანეთის ჩემპიონატს 76 ქულით კატალონიის „ბარსელონა“ ლიდერობს, ხოლო „რეალი“ 65 ქულით მეორე ადგილზე რჩება. ცნობისთვის, ჩავის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ კასტელანოსი 1947 წლის შემდეგ, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "რეალს" ლა ლიგაში პოკერი შეუსრულა. 76 წლის წინ, ამის გაკეთება ესტევან ეჩევერიამ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს - სტერლინგის მისაბაძი საქციელი
სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს - სტერლინგის მისაბაძი საქციელი