სტეფან პიეშივაცი, გიორგი მაგრაქველიძე, წყალბურთის გუნდი დინამო თბილისი, დარიო სარიჩი
Aa
Aa

მაგრაქველიძის პოკერი - დინამოს დასანანი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მე-12 ტურში „დინამო თბილისი“ ბერძნულ „ვულიაგმენთან“ 9:14 დამარცხდა. 12 ტურის შემდეგ „დინამოს“ ანგარიშზე 6 ქულაა, 8-გუნდიან ჯგუფში მე-7 ადგილზეა, მხოლოდ „ჰანოვერს“ უსწრებს, გერმანული კლუბის ანგარიშზე 3 ქულაა.

„დინამო თბილისის“ წყალბურთელმა გიორგი მაგრაქველიძემ პოკერი შეასრულა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი დიმიტრიოს ნიკოლაიდისი იყო, მის ანგარიშზე 5 გოლია.

პირველ მეოთხედში „დინამო“ 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაში შემოატრიალა. „დინამომ“ პირველი მეოთხედი ვლაჰოვიჩის, ძიხწიარენკას და მაგრაქველიძის გოლებით მოიგო - 3:2.  მეორე მეოთხედში ბერძნულმა კლუბმა უპირატესობა მოიპოვა, „დინამომ“ მეოთხედი სამბურთიანი სხვაობით დათმო - 1:5. პირველი ტაიმის შემდეგ „დინამო“ 4:7-ს აგებდა.

პირველი ტაიმის გოლები

 

მეორე ტაიმის დასაწყისში დარიო სარიჩის ბრწყინვალე პასით სტეფან  პიეშივაცმა გაიტანა, ანგარიში 5:7 გახდა. მეტოქის წყალბურთელმა ალმირასმა 3-ბურთიანი უპირატესობა აღადგინა - 5:8. კაპოცისის გოლით „დინამოს“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ანგარიში 5:9 გახდა.

მესამე მეოთხედში გიორგი მაგრაქველიემ საკმაოდ რთული ვითარებიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში შეამცირა - 6:9. ტაიმის მიწურულს გიორგი მაგრაქველიძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მესამე მეოთხედის შემდეგ „დინამო“ მხოლოდ 2 გოლით აგებდა - 7:9. ბოლო მეოთხედი „დინამომ“ 2:5 დათმო და საბოლოოდ ბერძნულმა გუნდმა 9:14 გაიმარჯვა.

მეორე ტაიმის გოლები

„დინამო თბილისის“ პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები