“მათთან ერთად დესერტი მივირთვი“ - ჩავი მესის, ბუსკეტსის და ალბას შეხვედრაზე
დღეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი მესის კატალონიაში ჩასვლაა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდა და მათთან ერთად ივახშმა.
ესპანური მედია წერს, რომ რესტორანში მესი ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად იმყოფებოდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა ჩავი ერნანდესს დაუსვეს, რაზეც მან ხუმრობით უპასუხა.
ჩავი:
„დიახ, მათთან ერთად დესერტი მივირთვი. არა, მე მათი შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდი. არც იმაზე მსურს საუბარი დაბრუნდება, თუ არა მესი „ბარსელონაში“. კონცენტრაცია მხოლოდ ლა ლიგაზე უნდა მოვახდინოთ, რადგან წინ რთული შეხვედრა გვაქვს. „რაიო ვალეკანო“ ძლიერი გუნდია და ყურადღების მოდუნება ძვირად დაგვიჯდება.“
შეგახსენებთ, რომ მესი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მისი სურვილი „ბარსელონაში“ დაბრუნებაა, თუმცა ჯერჯერობით ლა ლიგის წესების მიხედვით ეს შეუძლებელია.
კატალონიურ გრანდს სახელფასო ლიმიტი შევსებული აქვს და ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება ამ მომენტისთვის ფიზიკურად შეუძლებელია.