ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

„შესაძლოა, ლორენცო თავის გადაწყვეტილებას ძალიან ნანობს“ - რას ამბობს ინსინიეს ყოფილი აგენტი

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტი, ანტონიო ოტაიანო, რომელიც წარსულში „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს აგენტიც იყო, რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს თავის ყოფილ ფეხბურთელზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ინსინიე ნეაპოლში დარჩებოდა, კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას მაინც შეიძენდა.

რა თქვა ოტაიანომ:

გუნდიდან ინსინიეს, მერტენსის, კულიბალისა და ოსპინას წასვლით, გასახდელში ფეხბურთელებისთვის წნეხი შემცირდა. ახლა, გუნდში არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავს სხვა ფეხბურთელზე მაღლა აყენებს. ინსინიეს პოსტი? შეიძლება, ლორენცო ახლა ძალიან ნანობს, რომ „ნაპოლიში“ კიდევ ერთი წლით არ დარჩა. ამ სეზონში, მისთვის გუნდში ყოფნა სასიამოვნო იქნებოდა. კვარაცხელია? დარწმუნებული ვარ, ინსინიე აქ რომ დარჩენილიყო, „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს მაინც იყიდდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლორენცო ინსინიემ სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ ფოტო ატვირთა და მისალოცი პოსტი გაავრცელა.

იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ 31 ტურის შემდეგ 78 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და 30 აპრილს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ „პარტენოპეი“ სკუდეტოს ჩემპიონობას ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CN24: ნაპოლის ფანები საჩემპიონო ზეიმისთვის მთელ მსოფლიოში ემზადებიან
CN24: ნაპოლის ფანები საჩემპიონო ზეიმისთვის მთელ მსოფლიოში ემზადებიან