მესი ბარსელონაში შენიშნეს | ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ისადილა
ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ უფრო და უფრო აქტიურად იწერება. სპეკულაციები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ესპანურმა Jijantes-მა ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ასახულია, „ლა პულგა“ ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს როგორ ტოვებს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ყოფილ თანაგუნდელებთან, ხორდი ალბასთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად ისადილა. რამდენიმე ესპანელი ჟურნალისტის მიხედვით, მესიმ „ბლაუგრანას“ შეატყობინა, რომ „კამპ ნოუზე“ იმ შემთხვევაში დაბრუნდება თუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშის საშუალებას მისცემენ.
ℹ NOTICIA @JijantesFC
— Jijantes FC (@JijantesFC) April 24, 2023
La salida de Leo Messi después de 3 horas de cena con Sergio Busquets, Jordi Alba, Pepe Costa y sus respectivas mujeres en un restaurante de Barcelona
[????: @monfortcarlos y @juliclaramunt ] pic.twitter.com/qbrnpQHeas
ბრიტანული Mirror-ის ცნობით, დიდი ალბათობით, ლიონელ მესი „პარკ დე პრენსს“ ზაფხულში დატოვებს. პარიზული კლუბის ხელმძღვანელები „ლა პულგასთვის“ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობენ და პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის სურს, საკუთარ პროექტში ცვლილებები შეიტანოს. ალ-ხელაიფი აპირებს, პსჟ-ს სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალოს და სუპერვარსკვლავების ნაცვლად, ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფრანგ ფეხბურთელებზე გადაერთოს.
საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ მესის გასაფორმებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს და ლა ლიგა და კლუბი აქტიურად მუშაობენ, რათა ლეოს დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.