8-წლიანი პატიმრობა | ნეით დიაზის დაკავების ორდერი გასცეს
ნიუ ორლეანის პოლიციამ MMA-ის ამერიკელი მებრძოლის, ნეით დიაზის დაპატიმრების ორდერი გასცა. UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში იჩხუბა და მეორე ხარისხის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.
დიაზის დაკავების ორდერი დღეს დილით გაიცა, თუმცა, ჯერჯერობით ის გისოსებს მიღმა არ იმყოფება. MMA Junkie-ის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნეითს მაქსიმუმ 8-წლიანი პატიმრობა ან ჯარიმის სახით, 2 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრება.
შეგახსენებთ, რომ ნეითს ჩხუბი უცნობ მამაკაცთან, ბურბონის ქუჩაზე მოუვიდა. სოციალურ ქსელებში ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა და დიაზი იუთუბერს, როდნი პიტერსონს უსწორდება, რომელიც ლოგან პოლთან მსგავსების გამოა ცნობილი.
Former UFC Superstar Nate Diaz catches some dude in a Ninja Choke and puts him to Sleep during a Street Fight last night...
— Fight Haven (@FightHaven) April 22, 2023
[???? @PaulLABamba] pic.twitter.com/ZmPcW3pBAu
ცნობისთვის, დიაზს კარიერაში 34 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა. ნეითმა 12-ჯერ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით მოიგო, 5-ჯერ - ნოკაუტით, ხოლო 4-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით. მან ბოლო ბრძოლა ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მეოთხე რაუნდში დააფინიშა.