„იმედია იტალიაში კიდევ დიდხანს დარჩებიან“ - სოსა კვარა-ლეაუზე
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო სოსამ Sportitaliamercato-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისა“ და „მილანის“ ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შესახებ ისაუბრა.
რა თქვა სოსამ:
კვარათი და ლეაუთი ძალიან განებივრებულები ვართ და მათ შორის შეგვიძლია ორივე ავირჩიოთ. იმედი მაქვს, ისინი იტალიაში დიდი ხნით გაჩერდებიან. კვარას საოცარი სეზონი აქვს. ასევე, მიხარია „უდინეზეს“ გამოც. მათ სეზონის პირველ ნაწილში 42 გოლი გიატანეს და კარგად თამაშობენ. რაც შეეხება „იუვენტუსთან“ თამაშს, როდესაც სათამაშოდ ნეაპოლში ჩავედი, პირველი, რაც მითხრეს იყო, რომ „იუვენტუსთან“ ყოველთვის უნდა მოგვეგო. სპალეტის გუნდმა თამაში 90-ე წუთზე მოიგო, ეს კი გამარჯვებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია ჩემპიონობა მომდევნო ტურში გაინაღდოს. იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და 30 აპრილს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ „პარტენოპეი“ სკუდეტოს ჩემპიონობას ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდებს.