მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„შენს გულს შევჭამ!“ - რა მოხდა ალეგრის ასისტენტსა და სპალეტის შორის

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ტურინული გამოცემის, La Stampa-ს ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, „ბიანკონერის“ თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა, მარკო ლანდუჩიმ „პარტენოპეის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის შეურაცხყოფა მიაყენა.

La Stampa-მ წვდომა იმ  დოკუმენტებზე მოიპოვა, რომლებიც მატჩის დელეგატებმა იტალიური ფეხბურთის მმართველ ორგანოს გაუგზავნეს. ლანდუჩი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განრისხებული იყო და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში, მასთან რამდენიმე მეტრში მდგომ სპალეტის ამ სიტყვებით მიმართა: „მელოტო განავალო! შენს გულს შევჭამ!“.

სპალეტის მის სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია და საკუთარი გასახდელისკენ სვლა განაგრძო. აღნიშნული ინციდენტი მატჩზე მყოფი 4 დელეგატიდან ერთ-ერთმა დააფიქსირა და თავის მოხსენებაში მომხდარზე დეტალურად ისაუბრა. La Stampa-ს ცნობით, ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ მატჩში „იუვენტუსს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს და La Stampa ვარაუდობს, რომ ალეგრის ასისტენტის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს მესამე გოლი! - ბორდომ გრენობლს 3:0 მოუგო
ზურიკოს მესამე გოლი! - ბორდომ გრენობლს 3:0 მოუგო