CN24: ნაპოლის ფანები საჩემპიონო ზეიმისთვის მთელ მსოფლიოში ემზადებიან
„ნაპოლის“ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემპიონობის აღსანიშნავად ემზადებიან.
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა, Calcio Napoli 24-მა იმ ღონისძიების მცირე ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც 4 ივნისს, სერია A-ს ბოლო ტურში, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ მატჩის შემდეგ არის დაგეგმილი.
რას წერს CN24:
სკუდეტოსთვის მიძღვნილი ღონისძიებები მთელ მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება. კლუბის ისტორიაში, მესამე ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ყურადღების ცენტრში მხოლოდ ნეაპოლი არ იქნება. „ნაპოლის“ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან აქტიურად ემზადებიან საბოლოო გამარჯვების აღსანიშნავად.
რა თქმა უნდა, იქნება წვეულება ნიუ იორკში, სადაც ნეაპოლიტანური ემიგრანტების დიდმა ნაწილმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ 4 ივნისს, ნეაპოლში დაგეგმილ წვეულებაზე, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ნიუ იორკის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან ლათინო ამერიკის ქალაქები, იქნება ჩართვები ევროპის არაერთი ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, კვარაცხელიას საქართველოდან, სადაც მისი გადმოსვლის შემდეგ, ყველა „ნაპოლის“ გულშემატკივარი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია ჩემპიონობა მომდევნო ტურში გაინაღდოს. იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და 30 აპრილს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ „პარტენოპეი“ სკუდეტოს ჩემპიონობას ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდებს.