ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ზურიკოს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“ - გრენობლის თავკაცს მსაჯმა უპასუხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „გრენობლს“ უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა. ჟირონდელთა წარმატებაში წვლილი ქართველმა ფეხბურთელმაც შეიტანა და 57-ე წუთზე, ანგარიში 2:0 გახადა. დავითაშვილის გოლის ეპიზოდში, მოედანზე ორი ბურთი იყო და „გრენობლის“ თავკაცმა, ვინსენ ჰოინონმა განაცხადა, რომ ამ გოლის ჩათვლა ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით. გოლი რომ გაგვეტანა ან 0:0 შეგვენარჩუნებინა, მატჩის სცენარი სხვანაირად განვითარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვაპირებ, ბორდოს მეორე გოლი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა, ხელახლა ვნახო, რადგან მგონია, რომ მისი ჩათვლა მთლად სამართლიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჩემს მეკარეს პოზიციის დატოვება მოუწია, რათა მეორე ბურთი გადაეგდო და მსაჯმა ეს ვერ დაინახა. თუმცა, ბორდომ დამსახურებულად მოიგო და ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე რაიმე სახის დახმარების იმედი არ უნდა გვქონოდა“, - აღნიშნა ჰოინონმა.

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ, „გრენობლის“ თავკაცს შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, აბდელატიფ ხერაჯიმ უპასუხა და განაცხადა: „ფეხბურთის წესების მიხედვით, როცა მოედანზე ორი ბურთია, თუ არბიტრი ჩათვლის, რომ მეორე ბურთი თამაშზე გავლენას არ ახდენს, აქვს უფლება, მატჩი არ შეაჩეროს. დავითაშვილის ეპიზოდში, ჩავთვალე, რომ მეორე ბურთს პირდაპირი გავლენა არ ჰქონია და გოლი ერთსულოვნად ჩავთვალეთ“.

ცნობისთვის, „გრენობლის“ დამარცხების შემდეგ, „ბორდომ“ მეორე ადგილი დაიბრუნა. ჟირონდელებს 59 ქულა აქვთ და „მეცს“ გადაუსწრეს, რომლის ანგარიშზეც 58 ქულაა. „ბორდო’ მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, სტუმრად, „ვალანსიენის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს მესამე გოლი! - ბორდომ გრენობლს 3:0 მოუგო
ზურიკოს მესამე გოლი! - ბორდომ გრენობლს 3:0 მოუგო