ჯა მორენტი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, იანის ანტეტოკოუნმპო, დესმონდ ბეინი, ჯრუ ჰოლიდეი, კრის მიდლტონი, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი
Aa
Aa

ჯიმი ბატლერის სიგიჟე | მემფისი ლეიკერსთან ოვერტაიმში გატყდა

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი, „მილუოკი ბაქსი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ვისკონსინელებმა მე-8 ნომერთან, „მაიამი ჰიტთან“ მესამე შეხვედრა წააგეს და „ბაქსს“ იანის ანტეტოკოუნმპოს დაბრუნებამაც ვერ უშველა, რომელმაც ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

„მაიამიმ“ დაძაბულ ბრძოლაში, 119:114 იმარჯვა და ერიკ სპოელსტრას გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი ჯიმი ბატლერს მიუძღვის. ამ უკანასკნელმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და „მილუოკის“ წინააღმდეგ 56 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ბატლერმა 28-დან 19 ბურთი და 3 სამქულიანი ჩააგდო.

56 ქულა „მაიამის“ მაისურით პლეიოფში არავის ჩაუგდია და ბატლერმა ისტორიაც დაწერა. ამასთან, იგი იანისის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა გააკეთა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა იგივე შედეგი სუპერფინალურ სერიაში დააფიქსირა. ბატლერის გარდა, 15 ქულით ბემ ადებაიო გამოირჩა, კეილებ მარტინს კი 12 ქულა ჰქონდა.

„მილუოკის“ ბრუკ ლოპესმა ულიდერა - 36 ქულა, 11 მოხსნა. „გრიკ ფრიკმა“ სამმაგი დუბლი მიითვალა -  26 ქულა, 10 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა. ჯრუ ჰოლიდეიმ და კრის მიდლტონმა მატჩი 14-14 ქულით დაასრულეს. „ბაქსი“ „მაიამისთან“ 1:3-ს აგებს და კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში, პირველ სენსაციას ვიხილავთ. ამ გუნდების მომდევნო მატჩი 27 აპრილს გაიმართება.

აღმოსავლეთ კონფერენციიდან დასავლეთ კონფერენციაში გადავინაცვლოთ, სადაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „მემფის გრიზლისთან“ სერიაში 3:1 დაწინაურდა. ლებრონ ჯეიმსის გუნდი მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საფინალო სირენამდე 0.8 წამით ადრე, „მეფემ“ ანგარიში გაათანაბრა და ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც გამოცდილმა „ლეიკერსმა“ გამოუცდელ „მემფისს“ აჯობა - 117:111.

ჯეიმსს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და შეხვედრა 22 ქულით, 20 მოხსნით (კარიერის საუკეთესო შედეგი), 7 ასისტითა და 2 დაფარებით დაასრულა. ოსტინ რივზს 23 ქულა ჰქონდა, ენტონი დევისმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 11 მოხსნა. „მემფისის“ მხრიდან 36 ქულით დესმონდ ბეინი გამოირჩა. ჯა მორენტმა 19 ქულა გააკეთა, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა - 14 ქულა, 14 მოხსნა, 5 დაფარება.

ცნობისთვის, „ლეიკერსისა“ და „მემფისის“ მომდევნო შეხვედრა ასევე 27 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი სალერნიტანასთან მატჩის გადადებას ითხოვს
ნაპოლი სალერნიტანასთან მატჩის გადადებას ითხოვს