„კვარა თუ ლეაუ?“ - რა თქვა ფრანჩესკო ტოტიმ
იტალიური ფეხბურთისა და „რომას“ ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ DAZN Italia-ს ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ილაპარაკა. ტოტიმ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა და ხვიჩა კვარაცხელიაზე და რაფაელ ლეაუზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„არ მეგონა, ნაპოლი ბოლომდე თუ მივიდოდა, მაგრამ წლეულს, მათ ყველა დახოცეს. მთელი გუნდი, მთავარი მწვრთნელი და კლუბში მომუშავე თითოეული ადამიანი აპლოდისმენტებს იმსახურებს. მიმდინარე სეზონში, სპალეტიმ რაღაც არაჩვეულებრივი გააკეთა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ლუჩანო მსოფლიოს უძლიერეს სპეციალისტებს შორის იყო და მომავალშიც ამას ვიტყვი.
ლეაუ თუ კვარაცხელია? საუბარი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთელზე გვაქვს. ლეაუ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია, კვარა კი ტექნიკურია და ყოველთვის მცველზე მიდის. დღესდღეობით, იტალიის ჩემპიონატში ასეთი ფეხბურთელის პოვნა ძნელია“.
შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო და 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი და 4 ასისტი გაიფორმა