ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, გრენობლი
Aa
Aa

ზურიკოს მესამე გოლი! - ბორდომ გრენობლს 3:0 მოუგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „გრენობლს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სასიამოვნოა, რომ დავითაშვილმა მთავარი მწვრთნელის ნდობა გაამართლა და „ბორდოს“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა.

მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, ჯოშ მაიას გოლით გახსნეს და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

„ბორდო“ უპირატესობას მეორე ნახევარშიც ფლობდა და მალე, ეს უპირატესობა გოლში ქართველმა ფეხბურთელმა გარდასახა. 57-ე წუთზე ზურიკომ ნსიმბას შორეული გადაცემა ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. საგულისხმოა, რომ გოლამდე დავითაშვილს მეტოქის მთელი ნახევრის გარბენა მოუწია და გადამწყვეტ ფაზაში „გრენობლის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

საბოლოო ანგრაიში კი 64-ე წუთზე მაიამ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი შეასრულა, შედეგად კი „ბორდომ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 25 მატჩში მესამე გოლი შეაგდო, აქედან ორი გოლის გატანა ლიგა 2-ში შეძლო, ერთიც კი საფრანგეთის თასზე. ამასთან, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაცაა.

32 ტურის შემდეგ, „ბორდო“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა და უახლოეს მდევარ „მეცს“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, 1 ქულით უსწრებს. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, სტუმრად „ვალენსიენთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტი იყო? სპალეტის უხეში შეცდომები? - LIVE განხილვა
პენალტი იყო? სპალეტის უხეში შეცდომები? - LIVE განხილვა