ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი სალერნიტანასთან მატჩის გადადებას ითხოვს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“, 29 აპრილს „სალერნიტანასთან“ დაგეგმილი მატჩის გადატანას ითხოვს.

ცნობილი ნეაპოლური გამოცემა Calcio Napoli 24-ის ცნობით, კლუბის მოთხოვნა შესაძლო ჩემპიონობისგან არის გამოწვეული. შაბათს, თუ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და მეორე დღეს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ ნეაპოლელები სერია A-ს ჩემპიონობას გაინაღდებენ.

იტალიური სააგენტოს ცნობით, ქალაქის მერიამ ქვეყნის ხელისუფლებას უკვე გაუგზავნა ოფიციალური მოთხოვნა შეხვედრის გადადების შესახებ, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ „ლაციო“ სტუმრად ვერ გაიმარჯვებს და „ნაპოლის“ ქომაგების საჩემპიონო ზეიმისთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ მოესწრება. ნეაპოლის მერიის სურვილია, რომ ნაპოლი-სალერნიტანასა და ინტერი-ლაციოს შეხვედრა ერთი და იგივე დროს გაიმართოს.

ვრცელდება მერის მრჩევლის, ნინო სიმეონეს წერილიც:

ამ უქმეებზე, დიდი შანსია, რომ ნეაპოლიტანურმა გუნდმა სკუდეტო მოიგოს, რის გამოც მოსალოდნელია გარკვეული სახის ინციდენტები. ქაოსის თავიდან ასაცილებლად და ასევე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, გთხოვთ მოლაპარაკების მაგიდასთან შეაფასოთ ყველა რისკი და იმსჯელოთ 29 აპრილს დაგეგმილი „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ საფეხბურთო მატჩის გადატანაზე კვირას, „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრის პარალელურად. ასევე, შესაბამის პირებს ვთხოვთ, რომ 1 საათით გაახანგრძლივონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, რათა გულშემატკივრებს ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა მარტივად მიეცეთ.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ხელისუფლება ნეაპოლის მერიის ინიციატივას დათანხმდება, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ დაპირისპირება 30 აპრილს, საქართველოს დროით 14:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ლაციოს 17 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსი VS ნაპოლი - 3 ფაქტი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ
იუვენტუსი VS ნაპოლი - 3 ფაქტი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ