ჯოვინო ფლამარიონი, გია გეგუჩაძე
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა: პირველი წრის საუკეთესოები ცნობილია

Crystalbet ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელი დაასახელა.

გათამაშების ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელი შემტევი, ჯოვინო ფლამარიონი გახდა.

პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კი ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელს, გია გეგუჩაძეს ერგო.

ცნობილია პირველი წრის სიმბოლური თერთმეტეულიც:

მეკარე: როინ კვასხვაძე („ტორპედო“).

მცველები: ვანდერსონი („დილა“), მამუკა კობახიძე (ბათუმის „დინამო“), მონტეირო („ტორპედო“), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმის „დინამო“).

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა (თბილისის „დინამო“), სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის „დინამო“), ომარ იმრანი (თბილისის „დინამო“).

თავდამსხმელები: ზვიად ნაჭყებია („სამტრედია“), ჯოვინო (ბათუმის „დინამო“), უსმანე კამარა (თბილისის „დინამო“).

Crystalbet ეროვნულ ლიგაში 9 ტურის შემდეგ პირველ წრეს 21 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 20 ქულით თბილისის „დინამოა“, მესამე ადგილს კი 16 ქულით ქულით ქუთაისის „ტორპედო“ იკავებს.

გათამაშებაში მეორე წრე სტარტს 25 აპრილს, „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ მატჩით აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: „როცა ნაპოლის ჩემპიონობაზე ვსაუბრობდი, გიჟად მთვლიდნენ“
ფედელე: „როცა ნაპოლის ჩემპიონობაზე ვსაუბრობდი, გიჟად მთვლიდნენ“