ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეა ბარძალი, ფედერიკო გატი
Aa
Aa

„კვარაცხელიას დაშავება გამიზნული არ ჰქონდა“ - ბარძალიმ გატი დაიცვა

გუშინ, სერია A-ს 31-ე ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები აქტიური განხილვის თემა ტურინელთა მცველის ფედერიკო გატისა და ხვიჩა კვარაცხელიას ეპიზოდია. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, იტალიელმა მცველმა ხვიჩას თავში განზრახ ჩაარტყა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი ბარათის გარეშე ჩაატარა.

ამასთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ სხვადასხვა განხილვებში რამდენიმე სპეციალისტმა თქვა, რომ გატი წითელ ბარათსაც იმსახურებდა. აზრი „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს, ანდრეა ბარძალისაც ჰკითხეს, რაზეც ვეტერანმა მცველმა ასეთი პასუხი გასცა:

რა იყო მუშტის დარტყმის მიზეზი? არ ვიცი. ალბათ ეს იმიტომ გააკეთა, რომ გვერდით იყო მობრუნებული და წონასწორობაც დაკარგული ჰქონდა. შესაძლოა, ეს უბრალო ჟესტი იყო და არ მგონია, ფედერიკოს მისი დაშავება, ან მუშტის დარტყმა გამიზნული ჰქონოდა. კვარაცხელია დაბლა იყო დახრილი, რის გამოც გატის ხელი თავში მოხვდა, ცოტა მაღლა რომ ყოფილიყო, კონტაქტი მხარზე იქნებოდა და საერთოდ არაფერი მოხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა კარში ერთადერთი გოლი შეხვედრის 93-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, რომელიც მოედანზე 86-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად შემოვიდა.

31 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონობისათვის დარჩენილ 7 ტურში მხოლოდ ორი თამაშის მოგება სჭირდება. ნეაპოლური გუნდის მომდევნო მეტოქე 29 აპრილს, „სალერნიტანა“ იქნება. მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ - რას ამბობენ კაპელო და ამბროზინი
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ - რას ამბობენ კაპელო და ამბროზინი