ჩელსი, მეისონ მაუნტი
Aa
Aa

მაუნტის მოთხოვნა ჩელსის - ხელფასის 10 მილიონით გაზრდა სურს

Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით „ჩელსის“ ფეხბურთელმა მეისონ მაუნტმა კლუბს ხელფასის გაზრდა მოსთხოვა. ამჟამად, 24 წლის ინგლისელის ხელფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მაუნტისთვის ეს დამაკმაყოფილებელი არაა, მას წლიური ხელფასის გაზრდა 15 მილიონამდე სურს.

თუ „ჩელსი“ მოთხოვნაზე უარყოფითად უპასუხებს, ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვებაზე დაფიქრდება. ინგლისელის მიმართ ინტერესს „ლივერპული“ და „მან. სიტი“ იჩენენ. შესაძლოა, მაუნტი ერთ-ერთ გუნდში გადავიდეს და მისი ფინანსური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება.

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში გუნდს 4 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

ინგლისელ ნახევარმცველს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. ფეხბურთელი „ჩელსის“ აღზრდილია, იჯარით „ვიტესსა“ (2017-18) და „დერბი ქაუნთიში“ (2018-19) უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ტუხელს გარანტირებული ადგილი არ აქვს, შეიძლება გაუშვან
BILD: ტუხელს გარანტირებული ადგილი არ აქვს, შეიძლება გაუშვან