„სიხარულისგან გამოწვეული მიწისძვრების მოლოდინში“ - ნეაპოლის მერი
Aa
Aa

„სიხარულისგან გამოწვეული მიწისძვრების მოლოდინში“ - ნეაპოლის მერი

ნეაპოლის მერი გაეტანო მანფრედია, რომელიც პოსტზე 2021 წელს აირჩიეს. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, მანფრედი ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა და სეისმური ინჟინერიის დარგში დოქტორის ხარისხი აქვს დაცული. გაეტანოს მოვალეობა შენობების დიზაინისა და პროექტის შექმნა იყო, რათა მათ მიწისძვრებისთვის გაეძლოთ.

მანფრედი ნეაპოლურ კულტურას შესანიშნავად იცნობს და მშვენივრად მოეხსენება, ქალაქისთვის „ნაპოლი“ რამდენად მნიშვნელოვანია: „საინჟინრო დეპარტამენტის შენობა სტადიონთან ახლოს მდებარეობს და ყოველთვის, როცა ნაპოლი გოლს იტანს, სეისმოგრაფი ისეთ ძლიერ ბიძგებს აფიქსირებს, გეგონება, მიწისძვრა მოხდა. წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტი რიცხვი როგორი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ, ნეაპოლში უამრავ ბიძგს ვიგრძნობთ. ქალაქში სიხარულისგან გამოწვეული მიწისძვრა მოხდება.

ნეაპოლელები მხიარული ხალხი ვართ და ეს საქვეყნოდაა ცნობილი. ნეაპოლელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან მიმოფანტული და ზეიმი პლანეტის ყველა წერტილში იქნება. გამონაკლისი არც საქართველოა. ახლახან საქართველოს ელჩს შევხვდი და ნეაპოლსა და საქართველოს შორის ძლიერი კავშირია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 78 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 7 ტურია დარჩენილი და ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ - რას ამბობენ კაპელო და ამბროზინი
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ - რას ამბობენ კაპელო და ამბროზინი