სერ ალექს ფერგიუსონი, რაფა ბენიტესი, ნემანია ვიდიჩი
Aa
Aa

კოშმარული სტარტი მანჩესტერში და ლივერპულში ჩაშლილი ტრანსფერი - ვიდიჩის ინტერვიუ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა რიო ფერდინანდთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. სერბმა უკანახაზელმა „ლივერპულში“ ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა და აღიარა, რომ საწყის ეტაპზე, „წითელი ეშმაკების“ რიგებში ძალიან გაუჭირდა.

„მანჩესტერთან პირველი კონტაქტი 2005 წლის დეკემბერში მქონდა, მაგრამ მაშინ ლივერპულიც აქტიურობდა. რაფა ბენიტესს ველაპარაკე და როცა სპარტაკში ვთამაშობდი, სწორედ ბენიტესი დამიკავშირდა. ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობდი და მას ჩემი მეუღლე, ანა ელაპარაკებოდა. რაფამ მკითხა, ინგლისში გადასვლა ხომ არ მსურდა. ამის შემდეგ, რაღაცები დავაზუსტეთ და ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაგრამ 2-3 კვირა ისე გავიდა, არ დაურეკავს. სამაგიეროდ, ფერგი დამიკავშირდა და მითხრა: „ბოლო 6-12 თვეა გაკვირდები. მომწონს, როგორც თამაშობ. ვფიქრობ, ჩემს გუნდს კარგად მოერგები. ჩვენთან გადმოსვლა გინდა?“ რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი შევუთვალე და ერთ კვირაში მანჩესტერში აღმოვჩნდი.

იუნაიტედში რუსეთიდან გადავედი. დეკემბერი იყო და რუსეთში ძალიან ციოდა, რის გამოც, ვერ ვვარჯიშობდი. მწვრთნელს და კარლოს კეირუშს ვუთხარი, რომ მოსამზადებელი ეტაპის გავლა მჭირდებოდა, ფორმაში არ ვიყავი და ვერ ვითამაშებდი. მახსოვს, პირველი სავარჯიშო სესიისას, გიგზის, რონალდუს, რუნისა და საჰას წინააღმდეგ ვიასპარეზე... ნამდვილი კოშმარი იყო. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ფეხებში ვურტყამდი, რადგან ძალიან სწრაფები იყვნენ და ვერ ვეწეოდი. 3 ვარჯიშის შემდეგ, გიგზთან ვიკამათე. რაიანი გაბრაზებული იყო და მეუბნებოდა: „პასი მიეცი! უფრო სწრაფად უნდა ითამაშო!“ მეცინებოდა და ვამბობდი: „კარგი რა! ვერც კი ვმოძრაობ“. მანჩესტერში გადასვლის პირველივე დღიდან, მთავარ მწვრთნელს ასეთი პოლიტიკა ჰქონდა - ივარჯიშეთ ისე, თითქოს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა. მახსოვს, სქოულზი სავარჯიშო მოედანს ყოველთვის ბოლო ტოვებდა და კლუბში საერთოდ სხვა მენტალიტეტი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ვიდიჩი „ოლდ ტრაფორდზე“ 2014 წლამდე დარჩა და შემდეგ „ინტერს“ მიაშურა, სადაც 2016 წლამდე ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლში უკვე ზეიმობენ | ასე დახვდნენ ტურინიდან დაბრუნებულ ნაპოლის
ნეაპოლში უკვე ზეიმობენ | ასე დახვდნენ ტურინიდან დაბრუნებულ ნაპოლის