“უაზრო ჭორია“ - კომპანი ჩელსის გაწვრთნაზე
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ მოლაპარაკებას მაურისიო პოჩეტინოსთან და ვინსენ კომპანისთან აწარმოებს. „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნულ სიახლეზე კომენტარი გააკეთა.
კომპანი:
„ერთადერთი, რასაც მე ახლა ვხედავ არის უაზრო კითხვა და უაზრო ჭორი. ყოველთვის ვწუხვარ იმ ჟურნალისტების გამო, რომლებიც ასეთ სიცრუეს ავრცელებენ. სეზონის დაწყების წინ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ასეთ სპეკულაციებში არ ჩავერთვები.
ვფიქრობ, როდესაც მწვრთნელი ხარ და გუნდში მუშაობა კონცენტრირებული მხოლოდ ამაზე უნდა იყო. ამით პატივი უნდა სცე იმ ადამიანებს, რომლებსაც შენი იმედი აქვთ და რომლებთან ერთადაც მუშაობ. სხვა არაფერზე არ მსურს საუბარი.“
შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდმა „ჩელსი“ დროებით ჩაიბარა. „არისტოკრატებს“ აქტიურად იულიან ნაგელსმანს უკავშირებდნენ, თუმცა დღეს თავად გერმანელმა განაცხადა, რომ ლონდონელებს არ გაწვრთნის.
რეალურად კი რჩება ერთი კანდიდატი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. მაურისიო პოჩეტინო დიდი ხანია უსამსახუროდ არის დარჩენილი და პრემიერ ლიგას შესანიშნავად იცნობს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში, „ტოტენჰემში“ მუშაობდა.