ხვიჩა კვარაცხელია, ზბიგნევ ბონიეკი, ფედერიკო გატი
Aa
Aa

„მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა“ - ბონეკი იუვე-ნაპოლის მატჩზე

UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა Radio Anch'Io Sport-ში სტუმრობისას „იუვენტუსი“ - „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით, მთავარ მსაჯს, მაიკლ ფაბრის ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეში თამაშის გამო ფედერიკო გატი უნდა გაეძევებინა.

„ფაბრიმ ბევრი შეცდომა დაუშვა, პრობლემა VAR-თან მიმართებაშიც იყო, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მსაჯები ჯარიმის დადებასთან დაკავშირებით ფრთხილები იყვნენ. თამაშგარე მდგომარეობის დროსაც ასე იყო, როცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე გვიან დააფიქსირა. გატი გასაძევებელი იყო. რაც შეეხება დი მარიას არჩათვლილ გოლს, ლობოტკაზე თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო, მსაჯს VAR-ის დახმარების გარეშე ჯარიმა უნდა დაენიშნა“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 31-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ელმასის პასით რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და ლუჩანო სპალეტიმ 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

ბონეკმა იმ იტალიურ კლუბებზეც ისაუბრა, რომლებიც ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებენ:

„სეზონის დასაწყისში „რომა“ და „იუვენტუსი“ აუტსაიდერებად განიხილებოდნენ, თუმცა ფინალში გასვლა შეუძლიათ. ასევე, „მილანსა“ და „ინტერს“ შორის ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. „ფიორენტინასაც“ შეუძლია ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ასპარეზობა. ეს ნიშნავს, რომ იტალიური ფეხბურთი ვითარდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თრილერი სტამბულში - მუსლერას შეცდომა და ლობჟანიძის კარგი მატჩი
თრილერი სტამბულში - მუსლერას შეცდომა და ლობჟანიძის კარგი მატჩი