ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო, მასიმო ამბროზინი
Aa
Aa

„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ - რას ამბობენ კაპელო და ამბროზინი

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მასიმო ამბროზინიმ და ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. ქართველ შემტევს 7 მატჩია საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და კაპელოს სწორედ ამაზე ჰკითხეს, ამბროზინიმ კი ჩემპიონთა ლიგაზე, „როსონერისა“ და „პარტენოპეის“ შორის გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

რა თქვა ფაბიო კაპელომ

„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა? ჩავარდნაზე საუბარი სისულელეა და ის ძალიან ძლიერია. მის გუნდს სკუდეტო უკვე მოგებული აქვს".

რა თქვა ამბროზინიმ

„კვარაცხელია? ჩემპიონთა ლიგის მატჩების გამო, გადაჭარბებული კრიტიკა მიიღო. მილანთან, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და საგოლე მომენტები შექმნა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო შეხვედრა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართა და „ბებერი ქალბატონი“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. „ბიანკონერისთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „ნაპოლის“ 78 ქულა დაუგროვდა და უშუალო მდევარს, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 7 ტურია დარჩენილი და ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

„კვარას“ რაც შეეხება, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მან მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო და 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე 9 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი და 4 ასისტი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს გატი ხვიჩას ეუბნება, რომ ჩაარტყამს“ - დი კანიოსა და მარკიზიოს მოსაზრებები
„თითქოს გატი ხვიჩას ეუბნება, რომ ჩაარტყამს“ - დი კანიოსა და მარკიზიოს მოსაზრებები