კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ნეიმარი
Aa
Aa

მესის გაუშვებენ, ნეიმარი ჩელსის სურს | პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო გეგმები

ბრიტანული Mirror-ი „პარი სენ-ჟერმენის“ სამომავლო გეგმებზე წერს და აცხადებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლუბი ძალიან აქტიური იქნება. ფრანგულ გრანდს შემადგენლობის გადახალისება სურს და მზადაა, სუპერვარსკვლავებსაც შეელიოს.

Mirror-ის ცნობით, დიდი ალბათობით, ლიონელ მესი „პარკ დე პრენსს“ ზაფხულში დატოვებს. პარიზული კლუბის ხელმძღვანელები „ლა პულგასთვის“ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობენ და პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის სურს, საკუთარ პროექტში ცვლილებები შეიტანოს. ალ-ხელაიფი აპირებს, პსჟ-ს სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალოს და სუპერვარსკვლავების ნაცვლად, ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფრანგ ფეხბურთელებზე გადაერთოს.

Mirror-ის ინფორმაციით, შესაძლოა, მესის გზას ნეიმარიც გაუყვეს. ბრაზილიელი გარემარბის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ იჩენს და არის შანსი, ლონდონელებმა „პარი სენ-ჟერმენს“ წინადადებით მიმართონ. „ლურჯების“ მფლობელს, ტოდ ბოელს ნეიმარის მიმართ სიმპათიები აქვს და მის ტრანსფერზე აქტიურად იმუშავებს.

Le Parisien-ს თუ დავუჯერებთ, ფრანგები მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავენ და საუბარი კილიან მბაპეზეა. „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, კილიანი გუნდში დიდხანს დარჩეს და მზადაა, მას ხელშეკრულება კიდევ გაუხანგრძლივოს, რათა ნებისმიერი სახის პრობლემა თავიდან აირიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლში უკვე ზეიმობენ | ასე დახვდნენ ტურინიდან დაბრუნებულ ნაპოლის
ნეაპოლში უკვე ზეიმობენ | ასე დახვდნენ ტურინიდან დაბრუნებულ ნაპოლის