ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას დაარტყა, გასაძევებელი იყო“ - ყოფილი მსაჯი ფედერიკო გატიზე

ყოფილმა მსაჯმა ლუკა მარელიმ DAZN-ის სტუდიაში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატცზე ისაუბრა. მისი აზრით, მსაჯს „იუვენტუსის“ მცველი გატი უნდა გაეძევებინა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშის წესი უხეშად დაარღვია.

ლუკა მარელი: „ჩვენ ვნახეთ დარტყმა კვარას სახეზე. კრიმინალური ანალიზი არაა, მაგრამ არის ელემენტები, რომლებიც VAR-ს უნდა უნდა განეხილა, უნდა შეეწმომებინა, ამის საფუძველი ნამდვილად იყო. ძალიან საეჭვო ეპიზოდია, ასეთ მომენტები დეტალურად უნდა შეისწავლო. წესების მიხედვით, მსაჯს გატისთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა. მნიშვნელობა არ აქვს, კვარაცხელიამ გააგრძელა თუ არა თამაში“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 31-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ელმასის პასით რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და ლუჩანო სპალეტიმ 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს გატი ხვიჩას ეუბნება, რომ ჩაარტყამს“ - დი კანიოსა და მარკიზიოს მოსაზრებები
„თითქოს გატი ხვიჩას ეუბნება, რომ ჩაარტყამს“ - დი კანიოსა და მარკიზიოს მოსაზრებები