ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, ჯაკომო რასპადორი, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა
Aa
Aa

ნეაპოლში უკვე ზეიმობენ | ასე დახვდნენ ტურინიდან დაბრუნებულ ნაპოლის

სერია A-ს 31-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, რომლის ავტორიც ჯაკომო რასპადორი გახლავთ.

„ბებერ ქალბატონთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „ნაპოლის“ 78 ქულა დაუგროვდა და უშუალო მდევარს, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 7 ტურია დარჩენილი და ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ნეაპოლში დარწმუნებული არიან, რომ მათი გუნდი „სკუდეტოს“ დაისაკუთრებს და „პარტენოპეის“ წარმატებას უკვე ზეიმობენ.

„იუვენტუსთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ნეაპოლში მდებარე კაპოდიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუნდს ათასობით გულშემატკივარი დახვდა. მათ საოცარი ატმოსფერო შექმნეს და „ნაპოლის“ ავტობუსს სიმღერებითა და საზეიმო შეძახილებით მიაცილებდნენ.

„პარტენოპეის“ ფეხბურთელები ქომაგებთან ერთად ზეიმობდნენ და სოციალური ქსელის მომხმარებლებს დაუვიწყარი მომენტებიც გაუზიარეს. ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჯოვანი დი ლორენცო და სხვები ისტორიულ წარმატებასა და 33-წლიანი სერიის დასრულებასთან ძალიან ახლოს ყოფნას ქომაგებთან ერთად აღნიშნავდნენ. „ეს რაღაც განსაკუთრებულია", - დაწერა „კვარამ". „მალე ჩემპიონები ვიქნებით! ნეაპოლელებზე მეტად ტიტულს არავინ იმსახურებს", - განაცხადა ოსიმენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ ორმაგი დაცვის ქვეშ...“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
„ისევ ორმაგი დაცვის ქვეშ...“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს