მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„გოლი ქათმებივით გავუშვით...“ - ალეგრი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ალეგრიმ:

საგანგაშო არაფერია და მსაჯობასაც კარგად შევაფასებ. ძლიერი „ნაპოლის“ წინააღმდეგ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ახლა „ინტერთან“ თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. იქ სხვა თამაში იქნება და ენერგია რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა სიტუაციებმა ხელი შეგვიშალოს.

კმაყოფილი ვარ მირეტის, რუგანის და გატის თამაშით. ვფიქრობ, პირველ ნახევარში ეპიზოდების უკეთ გამოყენება შეგვეძლო, თუმცა ეს ნორმალურია... გუნდი სწორედ ასე უმჯობესდება. ვწუხვარ, რომ გოლი ქათმებივით გავუშვით... გამოუცდელებივით ვითამაშეთ.

მეტოქეზე ვიტყვი, რომ სკუდეტო ფაქტობრივად მოგებული აქვთ. საკმაოდ ძლიერი და ჯანსაღი გუნდია. კარგად უნდა გვეთამაშა და ეს გავაკეთეთ კიდეც. ბიჭებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. „იუვენტუსი“ კი 59 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ ორმაგი დაცვის ქვეშ...“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
„ისევ ორმაგი დაცვის ქვეშ...“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს