ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ისევ ორმაგი დაცვის ქვეშ...“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 93-ე წუთზე, ჯაკომო რასპადორის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და სპალეტიმ 86-ე წუთზე სწორედ რასპადორით შეცვალა.

კვარა VS იუვე

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა პრესამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

CalcioMercato – 6 ქულა: პირველ ნახევარში გატისგან მიიღო დარტყმა, რის გამოც შესაძლებელი იყო „იუვენტუსის“ მცველს წითელი ბარათიც მიეღო. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ეს არის ის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ცდილობს აქტიურობას და „ნაპოლის“ გამოუვალი სიტუაციიდან გამოყვანას.

CalcioNapoli1926 – 6 ქულა: მენატოს მატჩი! მთელი თამაშის განმავლობაში მისმა მოძრაობებმა მეტოქე ჭკუიდან გადაიყვანა.

Eurosport – 6 ქულა: ახლა, მუდმივად ორმაგ დაცვაში მყოფი ქართველი შედარებით ნაკლებად დამღუპველი მოთამაშე გახდა, ვიდრე სეზონის პირველ ნაწილში იყო. ამაღამ, ის ხშირად ცდილობდა ჩვეული თამაშის ჩვენებას, თუმცა ბევრი არაფერი გაუკეთებია.

Goal.com – 6 ქულა: მისი ფეხებისგან ყოველთვის მოსალოდნელია რაღაც განსაკუთრებულის შექმნა, ამის გამო კი მუდმივად ორმაგი მეთვალყურეობის ქვეშაა. ხარისხი მაღალი იყო...

CalcioNapoli24 – 6 ქულა: მილანის მხრიდან სამმაგი დაცვის შემდეგ, არც იუვენტუსი ყოფილა გამონაკლისი... შჩესნის კარისკენ ჯერ თავური გაუშვა. კუადრადოს წინააღმდეგ რამდენჯერმე სიამოვნება მოგვანიჭა, გატისგან კი არასანქცირებული დარტყმა მიიღო...

Corriere dello Sport – 6 ქულა.

SkySports – 6 ქულა.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები