გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის და კაშიას ასისტები - სლოვანმა ჟილინა დაამარცხა

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში ქართველების „სლოვანი“ სტუმრად „ჟილინას“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში 4:2 გაიმარჯვა.

შეხვედრაში სამივე ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ბრატისლაველთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. გოლის ავტორი ანდრე გრინია, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა გამოიყენა. შედეგად, ქართველმა ფეხბურთელმა ასისტი ჩაიწერა.

21-ე წუთზე „სლოვანმა“ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. გურამ კაშიამ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ჩავრიჩს გადაუკიდა და ამ უკანასკნელმაც პირისპირ დარჩენილ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ბრატისლაველებმა ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. 35 წუთზე იამბორმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 51-ე წუთზე კი „სლოვანის“ კარში დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ამის მიუხედავად, სტუმრებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს და მალევე შეძლეს ლიდერის სტატუსის დაბრუნება. 58-ე წუთზე ჩავრიჩმა „სლოვანი“ ისევ წინ გაიყვანა, 70-ე წუთზე კი ვლადიმირ ვაის უმცროსმა „ჟილინას“ კარში მე-4 გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ვლადიმის ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე მოდენიდან შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გაიყვანა, ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ კი მატჩი შეუცვლელად ჩაამთავრეს.

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის საჩემპიონო ცხრილში 60 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოესი კონკურენტის, „დუნეისკა სტრედას“ თამაშს ელოდება, რომელსაც ასევე 60 ქულა აქვს და დღეს „ტრნავას“ შეხვდება, რომელიც მომდევნო ტურში „სლოვანის“ მეტოქეც იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უცებ მოურინიო ადგა და გინება დამიწყო“ - მე ჟულიო სეზარი ვარ
„უცებ მოურინიო ადგა და გინება დამიწყო“ - მე ჟულიო სეზარი ვარ